lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ქსეროდერმა პიგმენტური
[xeroderma (ბერძნ. საშ. არს.) მშრალი კანი; pigmentosum (საშ. ლათ. ზედსართ.) პიგმენტური (ლათ. pigmentum საღებავი, მღებავი ნივთიერება)] - კანის იშვიათი თანდაყოლილი დაავადება, ვლინდება ბავშვობის ასაკში და მეტწილად რამდენიმე წელიწადში თავდება სიკვდილით. ახასიათებს გაფანტული პიგმენტური ლაქები, კანის შეჭმუხვნა და დაწყლულება, უმთავრესად მზით დასხივებულ არეებში, მეჭეჭოვანი და კერატოზული პროცესების საკმაოდ სწრაფი გარდაქმნა ავთვისებიან სიმსივნედ.