lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
აბორტი ხელოვნური
[abortus იხ. აბორტი, artificialis ხელოვნური, ლათ. ars (ნათ. artis) ხელოვნება, facio ვაკეთებ, ვქმნი] - ხელოვნურად ორსულობის მოშლა - ქალის ორგანიზმსა ან ნაყოფზე უშუალო ზემოქმედებით (წამლეულის მიღება, საშვილოსნოში ინსტრუმენტული ჩარევა ან ნივთიერების შეყვანა) გამოწვეული აბორტი. ხელოვნური აბორტი უარყოფითად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე, ხშირად იწვევს გართულებას. განსაკუთრებით მავნეა აბორტი პირველი ორსულობის დროს.