lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ართრიტი
(ბერძნ. arthron სახსარი, -itis ანთება) - სახსრების დაავადება, ვითარდება ინფექციური დაავადების, სახსრების კვების დარღვევის, ინტოქსიკაციის, ტრამვისა და სხვ. შედეგად. ზოგჯერ ართრიტი დამოუკიდებელ დაავადებად ჩამოყალიბდება, ზოგჯერ კი სხვა რომელიმე დაავადების გამოვლინებაა. ართრიტს ახასიათებს სახსრის ტკივილი, შესივება, სიწითლე, დეფორმაცია, ფუნქციის დარღვევა, ადგილობრივი ან საერთო ტემპერატურის მომატება და სხვ. ერთი სახსრის დაავადებას მონოართრიტი ეწოდება, რამდენიმე სახსრისას - პოლიართრიტი. წარმოშობის მიხედვით განარჩევენ ტრავმულ, ინფექციურ, ალერგიულ და დისტროფიულ ართრიტს.