lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
არტერია
(ბერძნ. aёr ჰაერი, tereo ვიფარავ, ვიცავ) - სისხლძარღვი, რომელიც გულიდან სისხლს აწვდის ყველა ორგანისა და ქსოვილს. არტერიებს განეკუთვნება ფილტვის ღერო (ფილტვის არტერია), აორტა და ყველა მათი განშტოება. ძირითადად განარჩევენ ელასტიკური ტიპის არტერიებს (აორტა, ფილტვის ღერო), რომლებშიც სისხლი დიდი წნევით (ვერცხლისწყლის სვეტის 120-130 მმ) გადადის, და კუნთოვანი ტიპის არტერიებს, რომელთაც განეკუთვენბა წვრილი და საშუალო დიამეტრის არტერიები (მხრის, სხივის, ბარძაყის, თითების და სხვ.). გულის შეკუმშვისას კუნთოვანი ტიპის არტერიაში სისხლის გადასვლის ინერცია მცირდება და სისხლის შემდგომი გატარებისათვის საჭირო ხდებათვით არტერიის კედლის შეკუმშვა. მსხვილი არტერიები გზადაგზა იყოფა იფრო წვრილ - მეორე, მესამე, მეოთხე და ა.შ. რიგის არტერიებად. არტერიის ბოლო დანატოტია არტერიოლა.