lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ასეპტიკა
(ბერძნ. a უარყ. ნაწ., septikos ლპობის გამომწვევი) - ჭრილობის ინფექციებთან ბრძლოა. ჭრილობებში მიკრობების მოხვედრის ასაცილებელ საშუალებათა ერთობლიობა, გულისხმობს უშუალოდ ოპერაციისთვის საჭირო იარაღებისა და საგნების სტერილიზაციას. სტერილიზაციისთვის უმთავრესად იყენებენ ფიზიკურ მეთოდებს - მაღალ ტემპერატურას (დუღილს, მოწვას), მაღალ ტემპერატურასა და მაღალ წნევას ერთდროლულად (ავტოკლავირებას), უკტრაიისფერ სხივებს. თეთრეულისა და შესახვევი მასალის სტერილიზაცია ხდება ავტოკლავში. საოპერაციო ოთახში არ უნდა იყოს ზედმეტი საგნები, არ იყვნენ გარეშე პირები, ხოლო იქ მყოფთ უნდა ეკეთოთ დოლბანდის ნიღაბი, რეზინის ხელთათმანები, ეცვათ სტერილური ხალათი და ფეხსაცმელი. ჰაერის გაუსნებოვანებისათვის იყენებენ ბაქტერიციდულ ნატურას. ოპერატორისა და დამხმარე პირთა ხელების დამუშვებისათვის შემოღებულია სპეციალური მეთოდები. ლითონის იაღაღების სტერილიზაცია ხდება 96o,/sup>-იან სპირტში, პლასტმასის ნაკეთოვისა (ხელოვნური საყლაპავისა, სისხლძარღვისა და სხვ.) - ქიმიურ ნივთიერებაში, ოპტიკურსისტემიანი იარაღებისა (რექტოსკოპი, ცისტოსკოპი და სხვ.) - სულემაში. ორგანოთა გადანერგვისას აუცილებელია ჰაერის სტერილიზაციაც.