lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
აბსცესი
ჩირქგროვა - შემოფარგლული ჩირქოვანი ანთება. ვითარდება ორგანიზმში ჩირქმბადი მიკრობის მოხვედრის ან რომელიმე დაავადების (პნევმონია, ტრამვა და ა.შ) გართულების შედეგად. ქსოვილში მოხვედრილი მიკრობი იწვევს ანთებას და ქსოვილის კვდომას. მკვდარი ქსოვილის ადგილზე წარმოიქმნება ჩირქოვანი ღრუ, რომელიც საღი ქსოვილებისგან კაფსულით გამოიყოფა. დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, ოფლიანობა, საერთო სისუსტე, ლეიკოციტოზი, ერითროციტების დალექვის სიჩქარის მომატება.