lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
აბლეფარია
აბლეფარია ქუთუთოების თანდაყოლილი უქონლობაა. ეს ანომალია დამოუკიდებლად პრაქტიკულად არ გვხვდება - თითქმის ყოველთვის თან ახლავს კრიპტოფთალმს - თვალის თანდაყოლილ განუვითარებლობას. აბლეფარიის დროს თვალის პატარა, განუვითარებელ კაკალს ქუთუთოს ნაცვლად შუბლიდან ჩამოზრდილი კანი გადაფარებული. რქოვანა გარსი არ არსებობს. მისი ადგილი უკავია შემაერთებელქსოვილოვან ნაწიბურს, რომელიც ფერად გარსთან არის შეზრდილი. ხშირად აბლეფარია და კრიპტოფთალმი ორმხრივია. ისინი არ იკურნება. აბლეფარიის მიზეზი უცნობია. თვალი ასეთი თანამიმდევრობით ყალიბდება: ორი თვის ემბრიონს ეწყება ქუთუთოების ფორმირება. ამ პერიოდში ქუთუთოები დიფერენცირებული ჯერ კიდევ არ არის, მხოლოდ მე-6 თვიდან ფართოვდება კანის ნაოჭი ზედა და ქვედა ქუთუთოებად, ხოლო მე-7 თვისთვის უკვე ფორმირებულია თვალის ნაპრალი, რომელიც ადამიანის სიცოცხლის პირველი ორი წლის განმავლობაში თანდათან ფართოვდება, ხოლო 8-10 წლისთვის ბოლომდეა ჩამოყალიბებული. თუ ქუთუთოების ჩამოყალიბების რომელიმე ეტაპზე ორსულის ორგანიზმში პათოლოგიური ცვლილება მოხდა, ქუთუთოებისა და თვალის ნაპრალის განვითარების ციკლი შესაძლოა დაირღვეს და აბლეფარია განვითარდეს. საბედნიეროდ, ეს თანდაყოლილი სიმახინჯე იშვიათია.