lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
აბსცესი დიაფრაგმისქვეშა
დიაფრაგმისქვეშა აბსცესი ზემოდან - დიაფრაგმით, ხოლო ქვემოდან - შინაგანი ორგანოებით: კუჭით, ღვიძლით, ელენთით, თირკმლით, ნაწლავებით, დიდი ბადექონით შემოფარგლული ჩირქგროვაა. ის შეიძლება იყოს პირველადიც (იშვიათია) და მეორეულიც - ჩამოყალიბდეს სხვა დაავადების (ქოლეცისტიტის, კუჭის წყლულის, პანკრეატიტის) გართულების შედეგად ან მუცლის ღრუს ოპერაციის შემდეგ. აბსცესის ლოკალიზაცია სხვადასხვაა. ყველაზე ხშირად ის დიაფრაგმის მარჯვენა თაღის ქვეშ, ღვიძლის ზემოთ მდებარეობს.