lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ადენომა
პროსტატის ადენომა ანუ პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია წინამდებარე ჯირკვლის არაავთვისებიანი გადიდებაა. ის 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს უვითარდებათ, თუმცა არ არის გამორიცხული, ახალგაზრდა ასაკშიც იჩინოს თავი. პროსტატის ადენომის მიზეზები ბოლომდე შესწავლილი არ არის. ეს დაავადება მამაკაცთა კლიმაქსის ერთ-ერთ გამოვლინებად მიიჩნევა. ამრიგად, მისი განვითარების ალბათობა ყველა ხანშიშესულ მამაკაცს აქვს. პროსტატის ადენომის განვითარებასა და სექსუალურ აქტივობასა თუ ორიენტაციას, წამლებისა თუ ალკოჰოლის მოხმარებას, გადატანილ ანთებით თუ ვენერულ დაავადებებს შორის კავშირი დადასტურებული არ არის.