lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ადისონის დაავადება
ადისონის დაავადება თირკმელზედა ჯირკვლის (თზჯ) პირველადი ქრონიკული უკმარისობაა. მას საფუძვლად უდევს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის დესტრუქცია (სტრუქტურის დარღვევა), რომელსაც თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების  გლუკოკორტიკოიდების (კორტიზოლის) და მინერალკორტიკოიდების (ალდოსტერონის)  წარმოქმნის დაქვეითება მოჰყვება. ასიდან 80 შემთხვევაში ადისონის დაავადება თირკმელზედა ჯირკვლის აუტოიმუნურ დაზიანებას უკავშირდება. ხშირია თზჯ-ის ტუბერკულოზური დაზიანებაც. სხვა მიზეზებს შორის აღსანიშნავია მეტასტაზური კიბო, ათაშანგი, სარკოდიოზი, ამილოიდოზი, ჰემაქრომატოზი, სოკოვანი ინფექცია. დაავადებას (თუმცა იშვიათად) საფუძვლად შეიძლება დაედოს თზჯ-ში სისხლის ჩაქცევა ორსულობის, ინფექციის, ტრავმის, ქირურგიული ოპერაციების დროს. დაავადება თანდათან ვითარდება. თანდათან ვითარდება ძლიერი სისუსტე, სწრაფი დაღლა, წონის კლება, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ამენორეა (მენსტრუაციული ციკლის შეწყვეტა).