lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ათერომა
ათერომა ხაჭოსმაგვარი სეკრეტით სავსე კისტაა, რომელიც ცხიმოვანი ჯირკვლების გამომყოფი სადინარის დახშობის შედეგად წარმოიქმნება. მომრგვალო ფორმის მაგარი წარმონაქმნი უმეტესად თავის თმიან ნაწილზე, სახეზე, ზურგზე ჩნდება. ანთების შემთხვევაში ათერომის ზემოთ კანი წითლდება, კისტა იზრდება და მტკივნეული ხდება. მკურნალობა. მკურნალობა ქირურგიულია და ათერომის კაფსულიანად ამოკვეთას ითვალისწინებს. ანთების შემთხვევაში ათერომას ჭრიან, ხოლო ანთებითი პროცესის ჩაცხრობის შემდეგ კვეთენ.