lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ართრიტი ჩირქოვანი
სახსრის ჩირქოვანი ანთება მასში მიკრობების შეჭრის შედეგად ვითარდება. მიკრობები სახსარში სხვადასხვა გზით ხვდება: პირდაპირი გზით (ტრავმებისა და ჭრილობების დროს), ლიმფოგენური გზით გვერდით მდებარე ჩირქოვანი კერებიდან (ლიმფადენიტი, ოსტეომიელიტი და სხვა). გამომწვევი შეიძლება იყოს სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, პნევმოკოკი და სხვა. შერეული ფლორის შემთხვევაში დაავადება განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს. ჩირქოვანი ართრიტი შეიძლება იყოს პირველადიც და მეორეულიც, ასევე - გამოწვეული ჩირქოვანი ან სპეციფიკური ინფექციით (გონორეით, მუცლის ტიფით და სხვა). კლინიკური სურათი დამოკიდებულია პროცესის გავრცელებასა და ლოკალიზაციაზე, ასევე - იმ დაავადების სიმძიმეზე, რომლის გართულებასაც ართრიტი წარმოადგენს.