lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ატელექტაზი
ფილტვების ატელექტაზი არის მთელი ფილტვის ან მისი ნაწილის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც აღინიშნება მისი ჩაჩუტვა და უჰაერობა. არცთუ იშვიათია ფილტვების ნაწილობრივი ატელექტაზი ჯანმრთელ ახალშობილებში, განსაკუთრებით - დღენაკლულებში სიცოცხლის პირველი ორი დღის განმავლობაში. მისი მიზეზია ჰაერის არასაკმარისი მიწოდება ფილტვების განსაზღვრულ უბნებში, მისი სისხლძარღვთა ქსელის არასრულფასოვნება, სურფაქტანტის (ნივთიერება, რომელიც ხლს უშლის ფილტვის ქსოვილის ჩაჩუტვას) შემცველობის დაქვეითება. ფიზიოლოგიური ატელექტაზი მეტწილად თავისთავად ლიკვიდირდება, დროულად დაბადებულ ბავშვებში - 2 დღის განმავლობაში, დღენაკლულებში - უფრო გვიან. სამშობიარო ტრავმისა და ანთებითი დაავადებების დროს, როდესაც ფილტვები აღნიშნულ ვადაში არ იშლება, საკმაოდ ხშირად ვითარდება სუნთქვის მძიმე უკმარისობა და/ან პნევმონია. ატელექტაზი ასევე შეიძლება გამოიწვიოს მცირე რაოდენობით სანაყოფე სითხის (ხშირია ჰიპოქსიის დროს) ან რძის (ძუძუთი კვების დროს) გადაცდენამ. ზოგჯერ ატელექტაზის მიზეზად იქცევა ანთებითი პროცესები სასუნთქ გზებში - ამ ასაკში მათი ლორწოვანი გარსი მეტად მგრძნობიარეა და ბრონქების სანათური მცირე შეშუპების შემთხვევაშიც კი იხურება. ხანგრძლივი ატელექტაზი ყოველთვის ინფიცირდება, რის შედეგადაც ფილტვის ქსოვილის ჩაჩუტვის ადგილას შესაძლოა ცვლილებები განვითარდეს.