lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
გონორეა
გონორეა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა. ინფიცირება ვაგინალური, ანალური ან ორალური სქესობრივი აქტის დროს ხდება. საყოფაცხოვრებო ნივთების, მაგალითად, სააბაზანოს ღრუბლის, პირსახოცის, უნიტაზის სახურავის მეშვეობით ზრდასრული ადამიანის დასნებოვნება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც გოგონები ინფიცირდებიან დედის პირსახოცით გამშრალებისას, თუ მასზე შერჩენილია ჯერ კიდევ შეუმშრალი გონოკოკებით სავსე ჩირქი. გონორეას გონოკოკი იწვევს. შარდსადენ მილში მისი მოხვედრისას ვითარდება ურეთრიტი (შარდსადენი არხის ანთება). თუ გონოკოკი საშოში მოხვდა, აღმოცენდება კოლპიტი (საშოს ანთება) ან ცერვიციტი (საშვილოსნოს ყელის ანთება). პირის ღრუში მოხვედრილი გონოკოკი იწვევს სტომატიტს (პირის ღრუს ანთებას), ტონზილიტს (ნუშურა ჯირკვლების ანთებას), ფარინგიტს (ხახის ანთებას), ხოლო სწორ ნაწლავში მოხვედრილი - პროქტიტს (სწორი ნაწლავის ანთებას).