lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ვიტამინების დეფიციტი
ვიტამინების დეფიციტი, მიზეზების კვალობაზე, შეიძლება იყოს პირველადიც და მეორეულიც, ხარისხის მიხედვით კი - ნაწილობრივი და სრული. პირველს ჰიპოვიტამინოზს უწოდებენ, მეორეს - ავიტამინოზს. ვიტამინების დეფიციტის განვითარებას ხელს უწყობს გარეგანი და შინაგანი ფაქტორების მთელი წყება. გარეგანი ფაქტორებია: საკვების ნაკლებობა, საკვებში ვიტამინების დაბალი შემცველობა, დიეტები, ნარშირწყლებით მდიდარი არაბალანსირებული რაციონი, მავნე ჩვევები, საკვების არასწორი შენახვა და არასწორი კულინარიული დამუშავება. შინაგანი ფაქტორებია: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, მოზარდი და ხანდაზმული ასაკი, ჰიპერთერმია, სტრესი, ორსულობა, ჭიებით ინვაზია, საფაღარათო საშუალებებისა და ვიტამინების ხანგრძლივი მიღება.