lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
თრომბოზი
თრომბოზი (ბერძ. შედედება) არის სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის პროცესი, რომლის შედეგადაც სისხლძარღვის სანათური შეიძლება ნაწილობრივNან მთლიანად დაიხშოს. თრომბოზის წარმოქმნას ხელს უწყობს სისხლძარღვთა კედლების დაზიანება (ათეროსკლეროზული, ანთებითი ან სხვა ხასიათისა), სისხლის ნაკადის შენელება, სისხლის შედედებისა და სიბლანტის მატება. ყველაზე მეტად გავრცელებულია პერიფერიული ვენების თრომბოზი (თრომბოფლებიტი). შედარებით უფრო იშვიათია არტერიული სისტემის თრომბოზი, რომელიც იწვევს სისხლმომარაგების დარღვევას ქსოვილის შესაბამის უბანში და არცთუ იშვიათად - მის ნეკროზს. როცა არტერიებში არსებული თრომბი მთლიანად გადაკეტავს სისხლის ნაკადს, ნაკადის ქვემოთ ქსოვილი კვდება. სწორედ ეს არის ქსოვილის ნეკროზი. თუ კვდომა კიდურის ქსოვილმა განიცადა, ვითარდება განგრენა, კორონარული სისხლის მიმოქცევის სისტემის თრომბოზი იწვევს მიოკარდიუმის ინფარქტს, ტვინის სისხლძარღვებისა - ინსულტს, ხოლო ნაწლავთა არტერიებში არსებული თრომბი ნაწლავების განგრენის მიზეზად იქცევა.ამ პათოლოგიების განვითარების შემდეგ შესაძლოა მოხდეს თრომბის გაწოვა (ლიზისი), რასაც მოჰყვება სისხლძარღვთა გამტარობის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა ან მათი გამკვრივება (ორგანიზაცია). კაპილარების მრავლობითი თრომბოზი (სისხლის დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების სინდრომი), რომელსაც ხშირად თან სდევს სისხლდენა ქსოვილებში, შესაძლოა აღმოცენდეს შოკის, სისხლდენის, მძიმე ინფექციური დაავადების და სხვათა დროს.