lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
კბილის ქვა
კბილის ქვა კბილის ზედაპირზე არსებული რბილი ნადებისგან წარმოიქმნება. ის მუქი ფერისაა, რაც იმით აიხსნება, რომ მის შემადგენლობაში შედის საკვების ნარჩენები, ბაქტერიები, მკვდარი ქსოვილები, კალციუმის, ნატრიუმის მარილები. ქვა თავდაპირველად რბილი ნადების დაგროვების ადგილებში ყალიბდება. ეს ის ადგილებია, რომლებიც ღეჭვის დროს სათანადოდ არ იწმინდება. დაგროვილი ნადები მინერალური კომპონენტებით იჟღინთება და მაგრდება. თუ ადამიანი თავის კბილებს სარკეში კარგად დააკვირდება, მუქი ლაქების არსებობას შეამჩნევს. თუ ეს ლაქები საღეჭ ზედაპირზე მდებარეობს, მაშინ მათ კბილის ქვებთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ თუ ლაქები კბილის შიგნითა და გარე ზედაპირზეა განლაგებული, მაშინ ეს ქვა ყოფილა. ჩვეულებრივ, ქვა ღრძილთან ახლოს მდებარეობს. კბილის ქვის ჩამოყალიბებას, როგორც წესი, 4-6 თვე სჭირდება. პირველი ქვები მოზარდ ასაკში ჩნდება. შემდეგ, პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენის შემთხვევაში, მათი რაოდენობა თანდათან იმატებს. კბილი ქვის წარმოშობის მიზეზად შესაძლოა იქცეს შემდეგი ფაქტორები: