lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ლეიკოპლაკია
ლეიკოპლაკია სასქესო ორგანოების ქვედა ნაწილის ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელსაც ორგანოთა მფარავი ეპითელიუმის გასქელება და სხვადასხვა ხარისხის გარქოვანება ახასიათებს. ამ დროს ლორწოვან გარსზე ჩნდება თეთრი ან მორუხო-მოთეთრო (ზოგჯერ - სადაფისებრი ელფერის მქონე) აპკი და ფოლაქები. ისინი ბრტყელია ან გარემომცველი ლორწოვანი გარსიდან ოდნავ არის ამოწეული. განასხვავებენ ლეიკოპლაკიის ბრტყელ და მეჭეჭისებურ ფორმებს. უკანასკნელს ლეიკოკერატოზი ეწოდება. ლეიკოპლაკიის მარტივი ფორმის დროს ჰისტოლოგიური კვლევა ავლენს მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმის  გასქელებას ბაზალური და მწიფე შრეების ხარჯზე. აღინიშნება პარაკერატოზისა და გარქოვანების (ჰიპერკერატოზის) მოვლენები. ლეიკოპლაკიას იწვევს: