lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
მასტოპათია სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებაა, რომელიც ჰორმონული დისბალანსის (წონასწორობის დარღვევის) ფონზე ვითარდება. იგი უმთავრესად რეპროდუქციული (25-დან 45 წლამდე) ასაკის ქალებს ემართებათ. სტატისტიკურად მასტოპათიით დაავადებულია ქალების 65-80%. დაავადების მიზეზია ნეიროჰუმორული ფაქტორი. ეს იმას ნიშნავს, რომ პათოლოგიის გამშვებ მექანიზმად შესაძლოა იქცეს ნერვული მოშლილობა - სტრესი, დეპრესია, ნევროზი. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზმის შინაგან გარემოს, კერძოდ, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისა და ჰორმონების ბალანსს. მასტოპათიის მიზეზები შეიძლება რამდენიმე ჯგუფად დავყოთ: