lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ბაქტერიოფაგი
(ბერძნ.  bakterion ჩხირი, phagos მშთანთქმელი) – ვირუსები, რომლებიც მრავლდებიან ბაქტერიებისა და სხივისებრი სოკოების უჯრედებში და იწვევენ მათ დაშლას – ლიზისს. ეს მოვლენა პირველად შენიშნა 1898 წ. რუსმა მიკრობიოლოგმა ნ. გამალეამ. სსრკ-ში ბაქტერიოფაგის შესწავლა პირველად დაიწყო პროფ. გ. ელიავას ხელმძღვანელობით. სამკურნალო ბაქტერიოფაგებიდან აღსანიშნავია სტაფილოკოკური, ნაწლავის ჩხირის, ლურჯ-მწვანე ჩხირის, პროტეუსის საწინააღმდეგო მიკრობთან ურთიერთქმედების სპეციფიკურობის გამო მათ ხშირად სხვადასხვა ინფექციური დაავადების სადიაგნოზოდაც იყენებენ.