lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ადენოვირუსები
(მრავლ.), (ბერძნ. aden ჯირკვალი, ლათ. virus შხამი) - ვირუსების დიდი ჯგუფი. აღმოჩენილია ადამიანის ადენოიდების და ნუშურების უჯრედებში, სადაც ადენოვირუსები ხშირად უმოქმედო მდგომარეობაშია. იწვევს სასუნთქი გზების მწვავე კატარს, კონიუნქტივიტს, ენტეროკოლიტს, ატიპურ პნევმონიას და სხვა დაავადებებს. ადენოვირუსების ზომაა 70-90 მმკ, კარგად უძლებენ დაბალ ტემპერატურას და ანტიბიოტიკების მოქმედებას. მათი მაავადებელი თვისებები ქრება ულტრაიისფერი სხივების გავლენით.