lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
გლობულინი
(ლათ. globulus ბურთული) - მცენარეული და ცხოველური ცილების (პროტეინების) ზოგადი სახელწოდება; იხსნება ნეიტრალური მარილის სუსტ ხსნარებში, განზავებულ მჟავებსა და ტუტეებში. მოლეკულური მასა შეიძლება იყოს რამდენიმე ათასიდან მილიონამდე და უფრო მეტიც.უმაღლესი ცხოველებისა და ადამიანის ციტოპლაზმის, სისხლის პლაზმისა და ლიმფის შემადგენელი ნაწილია და განსაზღვრავს მათ ბუფერულ ტევადობასა და ორგანიზმის იმუნურ თვისებებს.