|
Abscessus hepatis |
ღვიძლის აბსცესი ამებური დიზენტერიის, ზოგადი ჩირქოვანი ინფექციის, პიელონეფრიტის, ჩირქოვანი ქოლანგიტის გართულების შედეგად ვითარდება. განასხვავებენ მის სამ ძირითად სახეს: ამებურს, ბაცილურსა და ჩირქოვანს. ღვიძლის ფუნქციის დარღვევით მიმდინარე ტრავმები, დაავადებები და ინტოქსიკაცია ღვიძლის აბსცესის რისკფაქტორებს წარმოადგენს. |