ადენოიდი ეწოდება ცხვირ-ხახის ნუშურა ჯირკვლის პათოლოგიურ გადიდებას. ის ბავშვების დაავადებად ითვლება, მაგრამ იშვიათად ზრდასრულებსა და მოხუცებშიც გვხვდება. განსაკუთრებით ხშირად ავადდებიან 3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვები. პატარები საბავშვო ბაღსა თუ სხვა ხალხმრავალ დაწესებულებებში (სპორ¬ტულ სექციებში) მეტწილად 3 წლიდან მიჰყავთ, ამიტომ ამ ასაკიდან იმატებს გადამდები ინფექციებით დასნებოვნების ალბათობა. იმუნიტეტიც აქტიურ მოქმედებას იწყებს და თუ მშობლებმა სათანადო ყურადღება არ მიაქციეს და სრულფასოვნად არ უმკურნალეს გრიპითა თუ სხვა ინფექციით დაავადებულ ბავშვს, იქმნება ადენოიდების გადიდების წინაპირობა. დაახლოებით 12 წლიდან ნუშურა ჯირკვლები პატარავდება, ხოლო 16-20 წლისათვის ადენოიდური ქსოვილი ორგანიზმში პრაქტიკულად აღარ არის. |