ადენოვირუსული ინფექცია სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ნაწლავების ლორწოვანი გარსის და ლიმფური კვანძების დაზიანებაც ახასიათებს. ის წელიწადის ყოველ დროს გვხვდება, მაგრამ ხშირდება შემოდგომა-ზამთარში. ყველაზე მეტად 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებშია გავრცელებული. დაავადების გადატანის შემდეგ ასიდან 95 შემთხვევაში ორგანიზმში რჩება ადენოვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები, ამიტომ მოზრდილებს, რომლებმაც ბავშვობაში იავადმყოფეს, იშვიათად ხვდებათ ან თითქმის უსიმპტომოდ გადააქვთ ეს დაავადაება. |