lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Arachnoiditis
არაქნოიდიტი ტვინის ქსელისებრი გარსის ანთებაა. ტვინის ქსელისებრი გარსი წარმოადგენს სისხლძარღვებისა და შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნებისგან შემდგარ თხელ ბადეს, რომელიც ტვინს გარედან ფარავს. დაავადება შესაძლოა გამოიწვიოს გრიპმა ან რომელიმე სხვა ვირუსულმა ინფექციამ, ქრონიკულმა ტონზილიტმა, რინოსინუსიტმა, ოტიტმა, ქალა-ტვინის ტრავმამ, თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნემ და სხვა. ნორმაში, ტვინი ლიქვორში (თავ-ზურგტვინის სითხეში) დაცურავს. ანთებისას ლიქვორის ცირკულაცია ირღვევა, თავიდან ზურგის ტვინში მისი გადადინება ძნელდება, ანთებითი პროცესი ნერვებზეც გადადის.