ართროზი სახსარშიგა ხრტილის ნაადრევი გაცვეთაა. ეს ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ნივთიერებათა ცვლით არის გამოწვეული. მისი ერთ-ერთი მიზეზია ქონდროციტების (ხრტი¬ლოვანი ქსოვილის უჯრედების) დაბერება. დროთა განმავლობაში შეიძლება შემცირდეს სახსარში ხრტილის საერთო ოდენობა, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია ხანდაზმულ ასაკში, ასევე - ტრავმის შემდეგ, ტრავმის შემდგომი ანთებითი პროცესების, რომელიმე სახსრის მუდმივი დატვირთვის დროს (მაგალითად, ფეხბურთელებსა და სოფლის მეურნეობის მუშაკებში). ოსტეოართროზის დროს ყველაზე ხშირად ზიანდება მუხლის (გონართროზი) და მენჯ-ბარძაყის (კოქსართროზი) სახსრები. ართროზის ყველაზე ადრეული სიმპტომი სახსრის ტკივილია. დაავადების საწყის სტადიაში ის მოსვენებისას არ ვლინდება, მხოლოდ სახსრის დატვირთვისას იჩენს თავს. |