lexicon.psp.ge
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Asperula Odorata L
ენდროსებრთა ოჯახის წარმომადგენელია, მრავალწლიანი 10-60 სმ სიმაღლის, სწორმდგომი ოთხწახნაგოვანღეროიანი მცენარეა. თხელი, თავწვეტიანი ლანცეტა ფორმის, კიდეხაოიანი მუქიმწვანე ფოთლები ღეროზე რგოლურადაა განლაგებული, რომელთა რიცხვი თითოეულ რგოლში 6-8 არ აღემატება. თეთრი ყვავილები (გახმობისას შავდება) თავმოყრილია კერულ, მეჩხერ ნახევარქოლგა თანაყვავილედებად. ნაყოფი მოკლე კაუჭაბეწვიან გარსშია მოთავსებული. გვხვდება უმთავრესად დაჩრდილულ ადგილებში, ფოთლოვანსა და წიწვოვან ტყეებში, განსაკუთრებით ხშირია წიფლნარებსა და ნაძვნარ-სოჭნარებში.