|
Bacteriotropin |
(ბერძნ. bakterion ჩხირი, trope მობრუნება) - ანტისხეულები, რომლებიც წარმოიქმნებიან ადამიანისა და ცხოველის სისხლის შრატში ინფექციური დაავადების დროს. ბაქტერიოტროპინების მოქმედება იწვევს ბაქტერიული უჯრედების ზედაპირის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების შეცვლას, რაც ხელს უწყობს ფაგოციტოზს. ბაქტერიოტროპინები სპეციფიკურად მოქმედებს. გვხვდება იმუნურ შრატებში, თერმოსტაბილურია, 30 წუთის განმავლობაში უძლებს 60 გრადუსამდე გახურებას. |