lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Balantidiasis
დაავადებას იწვევს უმარტივესი ერთუჯრედიანი ცხოველი - ნაწლავის ბალანტიდიუმი, რომელიც წვრილ და მსხვილ ნაწლავებში ბინადრობს. გამომწვევი ადამიანის ორგანიზმში დაბინძურებული წყლის ან საკვების მეშვეობით ხვდება. ინფიცირებული მეტწილად არაფერს უჩივის, მხოლოდ მატარებელია, თუმცა არც დაავადების კლინიკური გამოვლინებაა გამორიცხული. მწვავე ბალანტიდიაზის დროს ავადმყოფს აწუხებს მუცლის მოვლითი ტკივილი და ფაღარათი. განავალი ლორწოვანია, იშვიათად - სისხლიანი მინარევებით. ავადმყოფი თანდათანობით სუსტდება და თუ მკურნალობა დროულად არ დაიწყო, დაავადება ქრონიკულ ხასიათს მიიღებს. დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ბალანტიდიაზის დიაგნოსტირების მიზნით უნდა ჩატარდეს განავლის კვლევა. მასში პარაზიტის გამოვლენის შემთხვევაში მკურნალობა ხორციელდება ბიომიცინითა და მეტრონიდაზოლით. პროფილაქტიკისთვის საჭიროა ბალანტიდიაზით დაავადებულთა და მატარებელთა გამოვლენა, მათი მკურნალობა, პირადი ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა, წყლისა და ნიადაგის დაცვა ადამიანის განავლით დაბინძურებისგან.