lexicon.psp.ge
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Bechterevi reflexus
(B.N. Bexterev რუსი ნევროლოგი, ფსიქიატრი და ფსიქოლოგი 1857–1927)  – 1. ბეჭ-მხრის ფიზიოლოგიური რეფლექსი – ბეჭის ძვლის შიგნითა კიდის პერკუსიის დროს მხრის მოზიდვა და მისი გარეთ ტრიალი; 2. ბარძაყის შიგნითა ზედაპირის ჩაქუჩით გაღიზიანებისას მუცლის კუნთების შეკუმშვა. ეკუთვნის ფიზიოლოგიურ რეფლექსთა ჯგუფს; 3. გუგების რეფლექსი – გუგების გაფართოება მისი სინათლით გაღიზიანების საპასუხოდ. გვხვდება ზოგჯერ ზურგის ტვინის ხმობისა და პროგრესირებადი დამბლის დროს. 4. აკრომიალური რეფლექსი – მხრის მორჩის პერკუსიის დროს წინა მხრისა და ზოგჯერ მაჯისა და თითების მოხრა.