lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Betula Litwinowii A. Doluch
არყისებრთა ოჯახში შედის. მეჭეჭებიანი არყი, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოს მაღალ მთიანეთში, ზღვის დონიდან 1000-2300 მ სიმაღლეზე ფართოდ გავრცელებული ხეა. მეჭეჭებიანი არყი სიმაღლით 20-22 მ აღწევს, ღეროს ქერქი თეთრი და პრიალა, ხანში შესვლისას კი იშაშრება. ახალგაზრდა ტოტები და ყლორტები დაფარულია მოყავისფრო ქერქით, რომელიც მრავალი ფისიანი ჯირკვალი მეჭეჭითაა მოფენილი, ახალგაზრდა ტოტები, ხნიერ ხეებზე ჩვეულებრივ დახრილ-ჩამოკიდებული მდგომარეობით ხასიათდება. ახალგაზრდობაში კი ტოტებს ჰორიზონტალური ან რამდენადმე აღმამდგომი მდგომარეობა უკავია. სამკუთხა-კვერცხისებრი, თითქმის რომბული, წვერში წაწვეტილი ფოთლები გრძელყუნწიანია, კიდეებში მარტივად ან ორმაგ ხერხებისებრ მახვილად დაკბილული, 40-70 მმ სიგრძით და 30-50 მმ სიგანით, ქვედა მხრიდან ბადისებრი დაძარღვითა და ცვილისებრი ჯირკვლებით. ერთსახლიანი, სქესგაყოფილყვავილებიანი მცენარეა. ნაყოფის ფრთების სიგანე კაკლის სიმსხოს 2-3-ჯერ აღემატება. ლიტვინოვის არყი უფრო ტანდაბალი ხეა (16-18 მ), მისი ახალგაზრდა ღეროც თეთრქერქიანია, ხნიერ ღეროსძირა ნაწილში კი ღრმად დაშაშრული და მოშაო რუხი ფერისაა. ქერქი ახალგაზრდა ტოტებზე უფრო მოვარდისფროა. დახრილი ერთწლიანი ყლორტები ვეგეტაციის პირველ მესამედში ბუსუსებითაა შემოსილი, შემდგომ კი შიშველია, მაგრამ ჯირკვლებით თხლად მოფენილი. ასევე ფოთლები ჯერ ბუსუსიანია, შემდეგ კი უბუსუსო. ფოთლები ვეგეტატიურ ყლორტებზე კვერცხისებრი, ხოლო გენერატიულ ტოტებზე რომბულ-კვერცხისებრია მახვილი წვეროთი, კიდეებზე ორმაგხერხკბილა, ნაყოფის (კაკლის) ფრთის სიგანე კაკლის სიგანის ტოლია, ზოგჯერ ოდნავ ვიწროც. არყის ფოთლები, კვირტები, ქერქი და მერქანი შეიცავენ სამკურნალო ნივთიერებებს, რომელთაც გამოყენება აქვთ მთელი რიგი დაავადებების მკურნალობაში. დადგენილია, რომ არყის კვირტები შეიცავს ჯერ კიდევ მცირედ შესწავლილ ოფლმდენ და შარდმდენ ნივთიერებებს, აგრეთვე არომატულ ეთერზეთებსა და ფისს. უკანასკნელი წლების გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ შარდმდენი ეფექტი აღინიშნება თირკმლების გაღიზიანების გარეშე, რასაც ზოგ შემთხვევაში ძალინ დიდი მნიშვნელობა აქვს. არყის კვირტების წყლით გამონაწვლილს აკეთებენ ჩაის დაყენების მსგავსად, ერთი ჩაის კოვზ კვირტზე ნახევარი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი, ამ რაოდენობის გამონაწვლილს ერთი დღის განმავლობაში სვამენ სამჯერად მსუბუქ ფორმებში მიმდინარე გაციების დროს. ხალხურ მედიცინაში არყის კვირტების ღვინოზე ნაყენს ურჩევენ შესაზელად სახსრებში მტვრევის შეგრძნების დროს, ზოგან კი მის დალევასაც ურჩევენ კუჭის მოქმედების მოწესრიგებისათვის. არყის ფოთლებზე მოხვედრილი მავნე ბაქტერიები 3 საათის განმავლობაში იხოცებიან, არაყის მერქნისა და ქერქის მშრალი გამოხდით (ისეთ ჭურჭელში გახურებით, სადაც ჰაერის შეღწევა გამორიცხულია) მიიღება მუქი სითხე, რომელიც ხის კუპრის სახელწოდებითაა ცნობილი. ეს სწორედ ის კუპრია, რომელსაც სულ ერთი კოვზის რაოდენობით ერთი კასრი თაფლის გაფუჭება შეუძლია. მაგრამ მიუხედავად ცუდი გემოსა და სუნისა, კუპრი ფართოდ გამოიყენება დერმატოლოგიაში კანის დაავადებების სამკურნალოდ. კუპრი ვიშნევსკის ცნობილი მალამოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ფართოდაა გამოყენებული ჭრილობებისა და წყლულების მკურნალობაში. კუპრი თავისი ანტისეპტიკური ბუნების გამო ფართოდ გამოიყენება თანამედროვე მედიცინაში ეგზემისა და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ. არყის ღეროდან ადრე გაზაფხულზე გამონადენ წვენს ხალხური მედიცინა "გამაჯანსაღებელ სისხლს" უწოდებს და დღეში სამჯერ სვამენ თითო ჩაის ჭიქას, ზოგჯერ კი უფრო მეტსაც ეგზემის და კანზე არსებული გამონაყარის სამკურნალოდ. გარდა ამისა, არყის წვენი სასარგებლოდაა მიჩნეული ნიკრისის ქარისა და რევმატიზმის წინააღმდეგ. მისგან რუსები ადრინდელ დროში ბურახსაც ამზადებდნენ. არყის ღეროზე სახლდება აბედა სოკოს ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც "ჩაგა" ეწოდება. ჩაგა შეიცავს ქრომოგენური ნივთიერებების კომპლექსს, რომელთაც მედიცინაში ამ ბოლო დროს გამოყენება ჰპოვეს კიბოთი შეპყრობილი ავადმყოფების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ჩაგას ნახარშით ხალხური მკურნალები ადრინდელ დროშიც ცდილობდნენ