lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Cancer cutis
კანის კიბო ავთვისებიანი სიმსივნეების ერთ-ერთი გავრცელებული ნაირსახეობაა. მის წილად მოდის ავთვისებიანი სიმსივნეების 5%. დაავადება თანაბრად არის გავრცელებული ორივე სქესში, უპირატესად 50 წლის შემდეგ გვხვდება და, ჩვეულებრივ, სხეულის ღია უბნებზე ვითარდება. ყველაზე ხშირად ლოკალიზდება სახეზე (ცხვირის ზურგი და გვერდები, თვალის კუთხეები, შუბლი) და იღლიის მიდამოში, შედარებით იშვიათად აზიანებს ტერფს, მუხლს ან მტევანს. განასხვავებენ კანის ბაზალურუჯრედოვან და ბრტყელუჯრედოვან კარცინომას. იშვიათია კანის დანამატებიდან (ცხიმოვანი, საოფლე ჯირკვლებისგან, თმის ფოლიკულისგან) განვითარებული კიბო. კანის კარცინომის წარმოშობის მიზეზი შესაძლოა იყოს ჭარბი ინსოლაცია და შინაგანი კანცეროგენული ფაქტორების (რენტგენის სხივების, ზოგიერთი ქიმიური ნივთიერების) ზემოქმედება. კიბოსწინარე დაავადებებად შეიძლება ჩაითვალოს ალბინიზმი, კანზე წყლულის დიდხანს არსებობა, გავრცობილი ჭრილობები და ქრონიკული კიბოსწინარე პროცესები - დისკერატოზი, პიგმენტური ქსეროდერმა, მგლურა, რადიაციული დერმატიტი და სხვა.