lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Luxatio mandibulae
ქვედა ყბის ამოვარდნილობის მიზეზი შეიძლება იყოს დარტყმა, პირის მეტისმეტად ფართოდ გაღება, მაგალითად, მთქნარების, ყვირილის, ღებინების, კბილის ამოღების, დიდი ლუკმის მოკბეჩის დროს. უმეტესად ქალებს ემართებათ, რადგან მათი ყბის სასახსრე ფოსო ნაკლებად ღრმაა. თუ ქვედა ყბა წინ არის გამოვარდნილი, წინა ამოვარდნილობაზე საუბრობენ, თუ უკან არის შევარდნილი - უკანაზე. ხშირია ორმხრივი ამოვარდნილობა. როდესაც ქვედა ყბის ამოვარდნილობა ხშირად მეორდება, ამას ჩვეულ ამოვარდნილობას უწოდებენ. ქვედა ყბის ამოვარდნილობისას ვითარდება ტიპური კლინიკური სურათი: ადამიანი უჩივის ტკივილს, პირს ვერ კუმავს, ვერ ჭამს, ვერ ლაპარაკობს. პირის მოკუმვის ყოველი მცდელობა უშედეგოა და ტკივილს აძლიერებს. აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა. დაგვიანების შემთხვევაში ამოვარდნილობის ჩასწორება ძნელდება.