lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Myopia
ახლომხედველობა (მიოპია) თვალის რეფრაქციის მეტად გავრცელებული პათოლოგიაა, რომლის დროსაც საგნის გამოსახულება ყალიბდება ბადურა გარსის წინ. ამ დროს ადამიანი ახლომდებარე საგნებს კარგად ხედავს, ხოლო შორეულს - ცუდად. ახლომხედველებს დაგრძელებული აქვთ თვალის ღერძი ან მომატებული აქვთ რქოვანა გარსის შუქგარდამტეხი ძალა. უმეტესად ხდება ორივე ამ ფაქტორის შერწყმა. მხედველობის სიმახვილის დაქვეითების კვალობაზე, განასხვავებენ მიოპიის (ახლომხედველობის) რამდენიმე ხარისხს: სუსტს (3 დიოპტრიამდე); საშუალოს (6 დიოპტრიამდე); ძლიერს (6 დიოპტრიის ზემოთ).