lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Periarteriitis odosa
კვანძოვანი პერიარტერიიტი წარმოადგენს სისტემურ მანეკროზებელ ვასკულიტს, რომელსაც ახასიათებს საშუალო და წვრილი კალიბრის არტერიათა დაზიანება და ორგანოებსა და სისტემებში მეორეული ცვლილების განვითარება. კვანძოვანი პერიარტერიიტით უპირატესად 30-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცები ავადდებიან. დაავადების უშუალო მიზეზი უცნობია, თუმცა უდავოა მის განვითარებაში ვირუსების (კერძოდ, B ჰეპატიტის ვირუსის) როლი (დაავადებულთა სისხლში პოულობენ HBSAg-ს და მის ანტისხეულებს). კვანძოვანი პერიარტერიიტის რისკფაქტორებია გადატანილი ინფარქტი, ინტოქსიკაცია, ორგანიზმში ვაქცინის ან შრატის შეყვანა, წამლის მიღება, გაციება, ინსოლაცია. კვანძოვანი პერიარტერიიტის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს სისხლძარღვის კედელზე ფიქსირებული HBSAg-სა და სხვა ანტიგენების შემცველი იმუნური კომპლექსი. სისხლძარღვის კედლების იმუნურკომპლექსური დაზიანება იწვევს ფორმიანი ელემენტების აგრეგაციას, სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუარესებას და სისხლძარღვშიგა შედედების სინდრომის განვითარებას, ყოველივე ამის შედეგად კი ორგანოებსა და ქსოვილებში მიკროცირკულაცია ირღვევა და შესაბამისი კლინიკური სიმპტომები აღმოცენდება.