lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Pes planus
ტერფის სრულყოფილება განისაზღვრება მისი ძვლოვანი თაღის ფორმით, კუნთებისა და მყესიოგოვანი სისტემის ტონუსით, დატვირთვისადმი ამტანობით. ბრტყელტერფიანობა ტერფების დეფორმაციაა, რომელიც განივი და გასწვრივი თაღების გასადავებით გამოიხატება. ის შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი. ტერფის გასწვრივი თაღი მდებარეობს ტერფის მედიალურ (შიგნითა) ნაწილში და აქვს სამი ძვლოვანი ორიენტირი: წინატერფის პირველი ძვლის თავი (მდებარეობს ფეხის პირველი თითის მოსახართან), ნავისებრი და ქუსლის ძვლები. განივი თაღი მდებარეობს წინატერფის პირველ და მეხუთე ძვლებს (ფეხის მეხუთე თითის მოსახართან) შორის. გასწვრივ თაღს უფრო მეტი ფუნქციური დატვირთვა აქვს. ბრტყელტერფიანობის მძიმე ფორმების დროს ტერფის მედიალური ნაწილი პრონირებულია (შებრუნებულია) და მთლიანად დაშვებულია ჰორიზონტზე. ნავისებრი ძვალი გამოწეულია. ბრტყელტერფიანობის კლინიკური ნიშნებია: