lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Sulfur cork
გავრცელებული მოსაზრებით, ყურების ხშირი და საფუძვლიანი წმენდა სასარგებლოა. ეს მცდარი შეხედულებაა - ყურის ნიჟარა უნდა გაიწმინდოს, სასმენ მილში შეძვრომა კი საჭირო არ არის, ჯანმრთელი ყურები ჩვენს დაუხმარებლადაც იწმინდება. მათი თვითგაწმენდა გარეთა სასმენი მილის წინა კედელთან მდებარე საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მოძრაობისას (ღეჭვის, ლაპარაკის, ხველის დროს) ხორციელდება. გარეთა სასმენი მილი ორი ნაწილისგან შედგება. ხრტილოვანი ნაწილი გამოსასვლელის ახლოს მდებარეობს, ძვლოვანი - უფრო ღრმად. ხრტილოვანი ნაწილის კანი გოგირდის ჯირკვლებისა და თმის დახმარებით თავისთავად იწმინდება, გარეთა სასმენი მილის კანის თვითგაწმენდა კი კანის ზედაპირული უჯრედების ზრდის ხარჯზე ხორციელდება. გოგირდი მხოლოდ ხრტილოვან ნაწილში წარმოიქმნება. ის სასმენი მილის კანს დაზიანებისა და ანთებისგან იცავს. ასე რომ, გოგირდი ჭუჭყი არ არის და არც მისგან ყურის სისტემატურად გაწმენდაა საჭირო. ხრტილოვანი ნაწილიდან ძვლოვანში გადასასვლელი (ყელი) ვიწროა, ამიტომ როცა ადამიანი ყურს დამოუკიდებლად იწმენდს, გოგირდოვანი მასები ყელში იჭედება და ერთგვარი საცობები წარმოიქმნება. ყურის დამოუკიდებლად ღრმად გაწმენდა იმითაც არის საშიში, რომ შესაძლოა, უნებლიეთ სასმენი მილი და დაფის აპკი დავიზიანოთ, რასაც სმენის დაქვეითება და თავბრუხვევა მოჰყვება. ყურების წმენდისას გოგირდის ჯირკვლები ღიზიანდება და შესაძლოა გოგირდის გამომუშავებამ მოიმატოს ან მოიკლოს. არც მისი შეწყვეტაა გამორიცხული. გოგირდის ჭარბი წარმოქმნისას საცობები ჩნდება, მისი უქონლობისას კი სასმენ მილში ქავილი და უსიამოვნო შეგრძნება აღმოცენდება. გოგირდის საცობი გოგირდის ჯირკვლების სეკრეტის, კანის უჯრედებისა და მტვრის გროვაა. გარდა ზემოხსენებული მიზეზისა (ბამბის ჩხირებით, ასანთით, თმის სარჭით ყურების რეგულარული წმენდისას გოგირდი იპრესება და საცობად იქცევა), მის წარმოქმნას კიდევ რამდენიმე ფაქტორი უწყობს ხელს: ორგანიზმის ბუნებრივი განწყობა გოგირდის ჭარბი წარმოქმნის მიმართ; სასმენი მილის ვიწრო გამოსავალი; ყურის ანთება, სასმენ მილში უცხო სხეულის, მტვრის ნაწილაკების მოხვედრა; ნივთიერებათა ცვლის მოშლა (სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება). გოგირდის საცობის არსებობა უნდა ვიეჭვოთ, თუ შევამჩნიეთ: