lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Syphilis
[იტალიელი პათოლოგის Girolamo Fracastoro -ს (1483–1553) სამედიცინო პოემის "Syphilis sive morbus gallicus" გმირის – მწყემსის "Syphilus" სახელის მიხედვით; იგი ავად იყო ამ დაავადებით] (ლათ. lues სენი – ქრონიკული ინფექციური, ყველაზე საშიში (თავისი შედეგებით) ვენერული დაავადება. მისი გამომწვევია Treponema pallidum (Spirochaeta pallida).  შეიძლება იყოს შეძენეილი და თანდაყოლილი. შეძენილი ეწოდება სიფილისს, როც აჯანმრთელ ადამიანს იგი ავადმყოფისგან გადაედება უშუალო კონტაქტით – უმეტესად სქესობრივი კავშირით და ნაწილობრივ სხვა გზებითაც (კოცნით, ძუძუს წოვებით, ავადმყოფის ნახმარი ნივთების გამოყენებით). შეძენილი სიფილისის მიმდინარეობაში განარჩევენ ინკუბაციურ პირველად, მეორეულ და მესამეულ პერიოდებს. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება საშუალოდ 21–24 დღე – ინფექციის შეჭრიდან სიფილისის პირველიხილული სიმპტომის მაგარი შანკრის განვითარებამდე.