lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Thrombocytopenia
თრომბოციტოპენია არის მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს თრომბოციტების რაოდენობის კლება 150X109/ლ-ზე მეტად, მიმდინარეობს სისხლდენით და სისხლის შეჩერების გართულებით ან შეუძლებლობით. ეს მდგომარეობა შესაძლოა თან ახლდეს სისხლის პრაქტიკულად ნებისმიერ დაავადებას. დამოუკიდებლად დიაგნოსტირდება როგორც აუტოიმუნური თრომბოციტოპენიური პურპურა ან ვერლჰოფის დაავადება. მისი მთავარი მიზეზია თრომბოციტების პროდუქციის დარღვევა და/ან თრომბოციტების დაშლის ან მისდამი ორგანიზმის მოთხოვნილების მატება. ყველაზე ხშირად გვხვდება სწორედ აუტოიმუნური თრომბოციტოპენია. თრომბოციტოპენიას, რომლის მიზეზიც დაუდგენელია, იდიოპათიურს უწოდებენ. შესაძლოთაგან გამოყოფენ ეპიდემიოლოგიურ და ინფექციურ მიზეზებს: შიდსს, ჰეპატიტს, ჰერპესული ინფექციის გართულებას, ინფექციურ მონონუკლეოზს, მწვავე რესპირატორულ დაავადებებს,  გრიპს.