lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Thrombosis venarum
ასიდან დაახლოებით 95 შემთხვევაში თრომბები ქვედა კიდურების ღრმა ვენებში წარმოიქმნება, ვინაიდან აქ სისხლის შეგუბება უფრო ხშირია. ქვედა კიდურებისკენ სისხლი სიმძიმის ძალით მიედინება, გულისკენ მის უკუდინებას კი რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის - გულის შემწოვი ფუნქცია. განსაზღვრულ როლს ასრულებს დიაფრაგმის მოძრაობა, რაც გულმკერდის ღრუში უარყოფით წნევას წარმოქმნის, მუცლის ღრუს წნევა, სისხლძარღვების ტონუსი, წვივის კუნთების შეკუმშვა-მოდუნება. პერიფერიიდან სისხლის უკუდინებისთვის აუცილებელია ვენის სარქვლების გამართული მუშაობა: როცა სისხლი პერიფერიული ვენებიდან გულისკენ მიედინება, სარქველი ქოლგისებურად იშლება და მას უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს. როდესაც ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ფაქტორი სრულფასოვნად არ ფუნქციონირებს, ქვემო კიდურებში სისხლი გუბდება, რასაც შესაძლოა თრომბოზი მოჰყვეს. ვენებში თრომბების წარმოქმნას მრავალი  ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის: