lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Tilia cordata
ცაცხვი საკმოდ მაღალი (30 მ-მდე) ხეა ცაცხვისებრთა ოჯახიდან სწორმდგომი ტანით, ფართოდ დატოტვილი ვარჯით და გრძივად დაღარული კანით. ახალგაზრდა ტოტები მორუხო-წითელია, წვრილი მეჭეჭებით. ფოთლები მორიგეობითია, გრძელყუნწიანი, დაკბილული, ზედა მხრიდან მწვანე, შიშველი, ქვედა მხრიდან – ნაცარა, ხშირად შებუსული, სიგრძით 5-9 სმ, სიგანით – 5-8 სმ. ყვავილები მოყვითალო-თეთრია, არომატული. შეკრებილია 3-15 ფარისებრ ნახევარქოლგა ყვავილედში. ყოველ ყვავილში ჯამის ხუთი ფოთოლაკია და გვირგვინის ხუთი ფურცელია. მასში მტვრიანები ხუთ კონადაა შეკრული. ნაყოფი სფერული ფორმის, ერთი ან ორთესლიანი კაკალია. ცაცხვი ცოცხლობს 300-400 წელი (იშვიათდა 600 წლამდე). ყვავილობს ივნის-ივლისში. ნაყოფი შემოდის აგვისტო-სექტემბერში. გავრცელებულია საქართველოს ფოთლოვან ტყეებში, ხშირად გვხვდება მუხნარებში. ცაცხვის მოჭრა მხოლოდ 90 წლის ასაკშია დასაშვები. ამ დროისათვის მცენარეს შეუძლია დიდი რაოდენობით სამკურნალო ნედლეულის მოცემა. ცაცხვი შესანიშნავი თაფლის მომცემი მცენარეა. ნედლეულად ამზადებენ ცაცხვის ყვავილებს, თანაყვავილედის ფოთლებთან ერთად. ყველაზე საუკეთესო დრო მათი დამზადებისთვის არის მაშინ, როდესაც ნახევარზე მეტი ყვავილები გაშლილია. შეგროვება უნდა დაიწყოთ მხოლოდ მშრალ ამინდში, დღის საათებში, რათა ყვავილებზე ნამი არ იყოს. ცაცხვი ყვავილობს 10-15 დღე, ამიტომ არ უნდა დაიგვიანოთ. შეგროვილ ყვავილებს აშრობენ თხელ ფენად გაშლილს ჰაერზე ჩრდილში, ან საშრობებში ან საშრობებზე 25-30 გრადუს ტემპერატურაზე. არ უნდა გამოაშროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყვავილები ჩამოცვივდება. მშრალი ნედლეული შეიძლება შეინახოთ 2 წლის განმავლობაში. ცაცხვის ყვავილები შეიცავენ ეთერზეთს, ჰესპერიდინს, ტილიაცინს, საპონინებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას. ეთერზეთის შემადგენლობაში ნაპოვნია ფარნეზოლი. ცაცხვის ყვავილი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ნახარშებისა და ნაყენების სახით როგორც ოფლმდენი, ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი საშუალება. იყენებენ აგრეთვე ნერვული აღგზნების, კრუნჩხვების, უძილობის, თირკმელების, ღვიძლის ჰიპერტონული დაავადების დროს. ძალზე ეფექტურია ცაცხვის ყვავილების ჩაი გაცივების შემთხვევაში. მისი ნახარშები იხმარება აგრეთვე ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, მწვავე ბრონქიტების დროს. გამოიყენება აგრეთვე პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად ანთებითი პროცესებისა და ანგინის დროს. ცაცხვის ყვავილები შედის ასევე ყელში გამოსავლები სხვადასხვა ნაკრებების შემადგენლობაში. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება აგრეთვე ცაცხვის ფოთლების, ქერქისა და დაქუცმაცებული კვირტების ლორწოვანი ნახარშები ცხელი ან სველი საფენების სახით დამწვრობის, წყლულების, სარძევე ჯირკვლის ანთების, ბუასილის, რევმატიზმის, ნიკრისის ქარების დროს. გაცივების დროს 2 სუფრის კოვზ ყვავილს ამზადებენ როგორც ჩაის, ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 20 წუთი, რის შემდეგ ნაყენი მზადაა გამოსაყენებელად. ან 1-2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ყვავილს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ადუღებენ 10 წუთი, გადაწურავენ და იღებენ 2-3 ჭიქას საღამოს. თირკმელების, ღვიძილსა და ჰიპერტონული დაავადების დროს ცაცხვის ჩაი უნდა მიიღოთ 3-ჯერ დღეში 1/2 ჭიქა.