lexicon.psp.ge
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
actinomycosis
[ბერძნ. aktis (ნათ. aktinos) სხივი, mykeo სოკო, -osis მდგომარეობა] - სხივისებრი სოკო, აქტინომიცეტით გამოწვეული დაავადება. დასენიანება უმთავრესად ხდება საჭმლის მომნელებელი ტრაქის გზით. აქტინომიცეტი პირის ღრუდან ხვდება კუჭნაწლავში, ფილტვებში, ღვიძლში, კანში, ძვალსა და ნებისმიერ ორგანოში, სადაც წარმოიქმნება კვანძები - გრანულომები. დაზიანებული ორგანო ჯერ მკვრივდება, შემდეგ ჩირქდება. ჩირქი სოკოსთან ერთად გადადის სხვა ქსოვილებსა და ორგანოებში უშუალო კონტაქტით ან ლიმფისა და სისხლის ნაკადით.