(ლათ. ad თან, renalis თირკმლისა), ადრენალინი - თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერების ჰორმონი. ადრენალინს იღებენ რქიანი საქონლის თირკმელზედა ჯირკვლიდან, ძირითადად კი სინთეზური გზით. სისხლში მოხვედრისას ადრენალინი აძლიერებს ქსოვილების მიერ ჟანგბადის ათვისების უნარს, ხელს უწყობს სისხლში შაქრის მომატებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ავიწროებს წვრილ პერიფერიულ სისხლძარღვებს და მაღლა სწევს სისხლის წნევას, აძლიერებს და ახშირებს გულისცემას, აჩქარებს სუნთქვას, ანელებს ნაწლავთა პერისტალტიკას, ადუნებს ბრონქის კუნთებს, აფართოებს გუგას და სხვ. |