lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
aegritudo allergica
(ლათ. aegritudo დაავადება, allergica ალერგიული) - დაავადება, რომელიც გამოწვეულია ალერგენის განმეორებითი ზემოქმედების შედეგად. ალერგიული დაავადებებია: შრატისმიერი ავადმყოფობა, ბრონქული ასთმა, თივისმიერი ცხელება, ჭინჭრის ციება, წამლისმიერი ალერგია და სხვ. ავტოალერგიული ბუნებისაა რევმატიზმი, რევმატოიდული პოლიართრიტი, დიფუზიური გლომერულონეფრიტი. ზოგიერთი ინფექციური დაავადების (ტუბერკულიოზის, ბრუცელიოზისა და სხვა) დროს ალერგია დაერთვის ძირითად პროცესს. ალერგიული რეაქციის ერთ-ერთი გამოვლენაა ორგანოს ან ქსოვილის გადანერგვის შემდეგ განვითარებული ქსოვილიანი შეუთავსებლობაც. მკურნალობა: ჰორმონული პრეპარატები (კორტიოკოსტეროიდები), ანტიჰისტამინური ნივთიერებანი, სალიცილატები და სხვ. პროფილაქტია: ალერგენების არიდება; იმ დაავადებათა (მაგ., ქრონიკული ინფექციის კერების) მკურნალობა, რომლებიც ზოგჯერ ალერგიას იწვევენ.