(ბერძნ. allos სხვა, ergon მოქმედება) - ორგანიზმის შეცვლილი მგრძნობელობა ამა თუ იმ ნივთიერების, ე.წ. ალერგენის განმეორებითი ზემოქმედების მიმართ. ალერგენის პირველადი მოქმედება ორგანიზმზე იწვევს მის სენსიბილიზაციას. ე.ი. ალერგიულ მზადყოფნას - ლიმფოიდურ ქსოვილში (ელენთა, ლინფური კვანძები) გამომუშავდება ალერგენის მოქმედების“გამანეიტრალებელი“ ანტისხეულები. თუ იმავე ალერგენს განმეორებით შევიყვანთ ორგანიზმში, ანტისხეულების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება.ალერგენისა და ანტისხეულების ურთიერთქმედების შედეგად გამომუშვდება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (ჰისტამინი, ბრადიკინინი და სხვ.,), რომლებიც ზრდიან კაპილარების განვლადობას, აღწევენ მათ კედლებში, აღიზიანებენ ნერვულ რეცეპტორებს, აზიანებენ ქსოვილებს და იწვევენ ანთებას. ალერგენის განმეორებით შეყვანისას ვლინდება ორგანიზმის შემცველი რეაქცია, რაც უფრო ხშირად მისი მგრძნობელობის მომატებით გამოისახება. |