(ბერძნ.) გამოცოცხლება - ორგანიზმის ისეთი მდგომარეობა, როდესაც სასიცოცხლო პროცესები (ნივთიერებათა ცვლა და სხვ.) დროებით შეწყვეტილი ან დაქვეითებულია, მაგრამ ხელსაყრელ პირობებში კვლავ აღდგება - ორგანიზმი „გამოცოცხლდება“. ახასიათჱბს ზოგიერთ ცხოველს. ეს მისი შეგუებაა გარემოს არახელსაყრელ პირობებთან (ცხოველების სეზონური ძილი). ანაბიოზის მოვლენას იყენებენ მშრალი ცოცხალი ვაქცინების დასამზადებლად, ბაქტერიათა კულტურების, ვირუსების და სიმსივნის უჯრედების ხანგრძლივად შესანახად, გადასანერგი ქსოვილებისა და ორგანოების დასაკონსერვებლად. ანაბიოზის მოვლენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გულზე, ფილტვებსა და ტვინზე ქირურგიული ოპერაციების ჩატარებისათვის და სხვ. |