|
anaemia |
[ბერძნ. an უარყ. ნაწ., haima (haema) სისხლი] - დაავადებათა ჯგუფი, რომელთაც ახასიათებს ერითროციტებში ჰემოგლობინისა და სისხლში ერითროციტების რაოდენობის შემცირება. ნიშნებია: სისუსტე, კანის საფარველისა და ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე, თავბრუ, მიდრეკილება გულის წასვლისადმი. ანემიას იწვევს: სისხლის დაკარგვა, სისხლწარმოქმნის დარღვევა და ერითროციტების გაძლიერებული დაშლა. |