lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
anaphylaxia
(ბერძნ. ana უკუ, phylaxis დაცვა) - გაძლიერებული მგრძნობელობა, რომელიც უვითარდება ადამიანს ან ცხოველს მის ორგანიზმში (კანში, კანქვეშ, კუნთებში, სისხლში) უცხო ცილის - ანტიგენის (ანაფილაქტოგენის) განმეორებით (6-12 დღის შემდეგ) შეყვანისას. ანაფილაქსია ალერგიის თავისებური ფორმაა. სისხლში ანაფილაქტოგენის პირველად მოხვედრა იწვევს სპეციფიკური ანტისხეულების გამომუშავებას და მიმდინარეობს შესამჩნევი კლინიკური მოვლენების გარეშე. ანაფილაქტოგენის განმეორებით შეყვანა იწვევს სწრაფ ანაფილაქსიურ რეაქციას. ანაფილაქსიის ტიპობრივი გამოვლინებაა ანაფილაქსიური შოკი: სისხლის წნევის დაცემა, აგზნებულობა, რასაც მოჰყვერბა ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედების დათრგუნვა, ბრონქოსპაზმი, გულის მუშობის დარღვევა და სიკვდილი სუნთქვის ცენტრის დამბლის გამო. ანაფილაქსიის საწინააღმდეგოდ იყენებენ ადრენალინს, ეფედრინს, ანტიჰისტამინურ საშუალებებს, ჰორმონულ პრეპარატებს და სხვ.