(მრავლ.), [anticoagulans (ნათ. anticoagulantis) (ბერძნ. anti წინააღმდეგ, ლათ. coagulo შედედებას ვიწვევ)] - სისხლის შედედბის შემფერხებელი და თრომბის წარმოქმნის საწინააღმდეგო ნივთიერებები. მოქმედების მექანიზმის მიხედვით იყოფა 3 ჯგუფად: პირველი ჯგუფის ანტიკოაგულანტებს კალციუმის იონი არაიონიზებულ მდგომარეობაში გადაჰყავს (ნატრიუმის ციტრატი); მეორე ჯგუფის ანტიკოაგულანტები აფერხებს პოთრომბინის თრომბინად გარდაქმნას (ჰეპარინი); მესამე ჯგუფი კი აბრკოლებს პოთრომბინისა და პროკონვერტინის ბიოსინთეზს (დიკუმარინი, სინკუმარი, ფენილინი, პელენტანი). |